ახალი მისტიური მყიდველის რეგისტრაცია
ენა

მისტიური მომხმარებლის მომსახურების ხელშეკრულება

 

 

 

 

(1) წინამდებარე მომსახურების ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ, ერთის მხრივ შპს თრექერი შემდეგში წოდებული დამკვეთად, მეორეს მხრივ მისტიური მომხმარებელი შემდგომში შემსრულებელი. მისტიური მომხმარებელი უფლებამოსილია გამოიყენოს ვებ გვერდი მხოლოდ ამ მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად. გამოიყენებს რა მოცემულ ვებ გვერდს, მისტიური მომხმარებელი ყოველგვარი შეზღუდვებისა და კვალიფიკაციის გარეშე იღებს ამ მომსახურების ხელშეკრულებას. თუ მისტიური მომხმარებელი არ ეთანხმება ხელშეკრულებაში მოცემულ წესებსა და პირობებს, მას არ აქვს უფლება გამოიყენოს ვებ გვერდი.

(2) მისტიური მომხმარებელი გაუწევს მომსახურებას შპს თრექერს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. ცალკეული პროექტების/დავალებების დეტალები მისტიურ მომხმარებელს მიეწოდება ეტაპობრივად. პროექტის/დავალების შესრულებისთვის განკუთვნილი ანაზღაურება დამკვეთსა და შემსრულებელს შორის შეთანხმდება პროექტის/დავალების დაწყებამდე. მისტიურ მომხმარებელს აქვს სრული უფლება დაეთანხმოს ან უარყოს პროექტი/დავალება.

(3) მისტიური მომხმარებელი აცხადებს მზადყოფნას სრულად შეესაბამებოდეს პროექტთან/დავალებასთან დაკავშირებულ ინსტრუქციებს. და აცნობიერებს, რომ სამომავლოდ ამ პირობის დარღვევის შემთხვევაში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს შპს თრექერის მიერ მისი დამკვეთისთვის სამუშაოს არაჯეროვნად და არასრულფასოვნად შესრულება, მას არ აუნაზღაურდება ჰონორარი და სხვა ხარჯები. თუ ინსტრუქცია ან მისი რომელიმე ნაწილი გაუგებარია, მისტიური მომხმარებლის ვალდებულებაა სამუშაოს დაწყებამდე დაუკავშირდეს შპს თრექერს განმარტებებისთვის.

(4) იღებს რა პროექტს/დავალებას მისტიური მომხმარებელი უფლებამოსილია სამუშაოს შესასრულებლად გამოიყენოს მესამე პირის მომსახურება, რის შესახებაც შპს თრექერისგან უნდა მიიღოს წინასწარი წერილობითი (ან ელექტრონული ფოსტით) თანხმობა, იმის გათვალისწინებით, რომ მესამე პირის პროფილი, უნარჩვევები და გავლილი ტრენინგი შეესაბამება პროექტს/დავალებას. ამ შემთხვევაშიც კი პროექტის/დავალების სათანადოდ და ჯეროვნად შესრულებაზე და ამ სამუშაოს შესასრულებლად მოწვეული მესამე პირის ანაზღაურებაზე პასუხს აგებს მისტიური მომხმარებელი.

(5) პროექტების/დავალებების შესრულების ვადებსა და დასრულების თარიღს განსაზღვრავს შპს თრექერი, თუმცა მისტიური მომხმარებელი უფლებამოსილია შეასრულოს პროექტი/დავალება მასზე განსაზღვრული სამუშაო ვადის ამოწურვამდე ნებისმიერ დროს.

(6) წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული მომსახურებისთვის მიღებული ანაზღაურებასთან დაკავშირებული საშემოსავლო გადასახადს იხდის  შპს თრექერი, ხოლო სხვა ნებისმიერი გადასახადების გადახდა წარმოადგენს მისტიური მომხმარებლის პასუხისმგებლობას.

(7) მისტიური მომხმარებელი პასუხისმგებლობას იღებს დავალების შესრულებამდე შეავსოს ვებ გვერდზე მომხმარებლის პროფილის ანკეტის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ნაწილი და აცნობიერებს, რომ დავალების შესრულება 10 დღის განმავლობაში თუ არ განხორციელდა, მაშინ მას არ აუნაზღაურდება შესრულებული დავალება.

(8) საჭიროების შემთხვევაში მისტიური მომხმარებელი პასუხისმგებლობას იღებს შპს თრექერს მიაწოდოს სხვა დამატებითი ასანაზღაურებელი ხარჯების (ასეთის არსებობის შემთხვევაში, შეფასების ფორმაში ან ხარჯების ანაზღაურების განაცხადის ფორმაში მითითებით) დეტალები, შესაბამისი ქვითრებით, შესრულებული სამუშაოს წარდგენიდან მაქსიმუმ 10 დღის ვადაში და აცნობიერებს, რომ ამ ვადის შემდეგ წარდგენილი მოთხოვნა არ ანაზღაურდება.

(9) შპს თრექერი არ იღებს რაიმე ვალდებულებას მისტიური მომხმარებელი დატვირთოს პროექტებით/დავალებებით.

(10) მისტიური მომხმარებელი სრულად ეთანხმება და შეესაბამება MSPA მისტიური კვლევის სტანდარტებს (www.mspa-eu.org) და იღებს ვალდებულებას ნებისმიერ შემთხვევაში ამ სტანდარტების დაცვითა და ზოგადი ეთიკის ნორმების გათვალისწინებით შეასრულოს დაკისრებული სამუშაო.

(11) მისტიური მომხმარებელი აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას ნებისმიერ ზიანთან დაკავშირებით, მათ შორის შპს თრექერის მიერ დამკვეთის დაკარგვის ჩათვლით, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს მის მიერ დაკვირვებისა და შესაბამისად ანკეტის მიზანმიმართული ფალსიფიკაციით, და ინფორმირებულია, რომ შპს თრექერი გმობს გაყალბებას.

(12) მისტიური მომხმარებელი ეთანხმება პირობას, რომ არ აიღებს შესასრულებლად დავალებას ისეთ ობიექტზე, რომელზეც იგი პირადად იცნობს რომელიმე თანამშრომელს (რამდენადაც შესაძლებელია იყოს ცნობილი), მიუხედავად იმისა იცის თუ არა ამ უკანასკნელმა, რომ იგი მისტიური მომხმარებელია. თუ დავალების შესრულების პროცესში, მისტიური მომხმარებელი აღმოაჩენს, რომ სამიზნე ობიექტზე მუშაობს პიროვნება, რომელსაც იგი პირადად იცნობს, იგი ვალდებულია მიმართოს შპს თრექერს რჩევისთვის. თუ მოცემული მომენტისთვის შპს თრექერთან დაკავშირება შეუძლებელია მისტიური მომხმარებელი ასრულებს დავალებას (თუ დავალების ინსტრუქციით სხვა რამ არ არის განსაზღვრული), მაგრამ ყველა ღონეს ხმარობს, რომ თავიდან აიცილოს მისთვის ნაცნობი პიროვნების შეფასება და შემდეგ აუცილებლად აცნობებს შპს თრექერს შესრულებული დავალების შესახებ.

(13) მისტიური მომხმარებელი ადასტურებს, რომ მას არ გააჩნია რაიმე სახის პირადი ინტერესი შესაფასებელ ორგანიზაციაში.

(14) მისტიური მომხმარებელი ადასტურებს, რომ ნებისმიერი, დავალებასთან დაკავშირებული საკითხები, სრულად კომფიდენციალურია და პასუისმგებლობას იღებს დაიცვას კონფიდენციალობა და პროექტთან დაკავშირებული დეტალები საჭიროების შემთხვევაში განიხილოს მხოლოდ შპს თრექერთან ერთად.

(15) მისტიური მომხმარებელი პასუხისმგებლობას იღებს, რომ არ გაამხელს მის მიერ დავალების შესრულების ფაქტს. გამონაკლისია ოჯახის წევრები და ახლო მეგობრობი. თუმცა ამ შემთხვევაშიც კი დაუშვებელია დავალების/პროექტის და შესასრულებელი სამუშაოს დეტალების განხილვა.

(16) მისტიური მომხმარებელი ეთანხმება, რომ იგი საკუთარი სახელით, მხოლოდ ერთხელ დარეგისტრირდება შპს თრექერის ვებ გვერდზე. არ დარეგისტრირდება მესამე მხარის სახელით და შესაბამისად არ გახსნის რამოდენიმე პროფილს. ამ კუთხით, თაღლითობაში შემჩნეული მისტიური მომხმარებლის პროფილ(ებ)ი გაუქმდება და შპს თრექერი თავისუფლდება მისტიური მომხმარებლის მიმართ ნებისმიერი ვალდებულებისგან.

(17) შპს თრექერს შეუძლია მომხმარებლებთან დასაკავშირებლად გამოიყენოს მათი ელექტრონული ფოსტის მისამართები და/ან სხვა პირადი ინფორმაცია. მაგალითად: შპს თრექერი დაუკავშირდება მისტიურ მომხმარებელს, რათა შეატყობინოს შესასრულებელი დავალებების ხელმისაწვდომობა.

(18) შპს თრექერი არ გაყიდის, გააქირავებს, გადასცემს ან გაავრცელებს ვებ გვერდის საშუალებით მოგროვილ ინფორმაციას მისტიური მომხმარებლის შესახებ. თუმცა შპს თრექერს შეუძლია გამოიყენოს მისტიური მომხმარებლების ელექტრონული ფოსტის მისამართები და სატელეფონო ნომრები სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, რაც არ გამოიწვევს რომელიმე მისტიური მომხმარებლის პიროვნების გამჟღავნებას.

(19) მისტიური მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი თავის პროფილზე წვდომის უფლება გადასცეს მესამე მხარეს (მომხმარებლის სახელი და პაროლი), და/ან უფლება მისცეს მესამე მხარეს შეასრულოს სამუშაო მისი ვებ პროფილის  გამოყენებით.

(20) შპს თრექერი უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს ჩაასწოროს შეცვალოს ან განაახლოს წინამდებარე კონტრაქტი.

       

გმადლობთ

გისურვებთ წარმატებას მისტიური მომხმარებლის კარიერაში!!!

 


თანახმა ვარ



დაბრუნება
 
Tracker - Georgia   ელ-ფოსტა tracker.ge@gmail.com